Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩის ტრანსფერში კიდევ ერთი გრანდი ჩაერთო…

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, არსენალის, ტოტენჰემის და მანჩესტერ სიტის შემდეგ ფიორენტინას ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმების სურვილი კიდევ ერთმა ინგლისურმა გრანდმა – მანჩესტერ იუნაიტედმა გამოთქვა.

The Sun-ის ცნობით, წითელი ეშმაკების ახალი თავკაცის რალფ რანგნიკის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე სწორედ 21 წლის სერბი ფორვარდი იქნება და მის გაფორმებას მანჩესტერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება.

იტალიური წყაროების მტკიცებით, ვლაჰოვიჩის სურვილის გამო ფავორიტად კვლავ იუვენტუსი მოიაზრება, მაგრამ რამდენად შეძლებენ ტურინელები ინგლისურ გრანდებთან ფინანსების კუთხით კონკურენციის გაწევას, რთული სათქმელია…