Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩი ბარსელონასაც მოუნდა…

ესპანური წყაროების ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩის მსურველთა სიას კიდევ ერთი ევროპული გრანდი, ამჯერად კატალონიის ბარსელონა შეუერთდა.

ლეო მესის წასვლის შემდეგ, ბლაუგრანას მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა და უკეთესად საქმე არც ლა ლიგაში აქვს, ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი კი გუნდის შეტევის არც თუ ისე წარმატებული თამაშია, რის გამოც ბარსელონას ფორვარდის გაფორმება სურს და Carrusel Deportivo-ს ცნობით, მათი მთავარი სამიზნე ფიორენტინას დუშან ვლაჰოვიჩია.

წყაროს ინფორმაციით, ფიორენტინა ფეხბურთელის სანაცვლოდ 75-80 მილიონს ითხოვს, ამ თანხის გადახდის საშუალება კი ბლაუგრანას არ აქვს, ამიტომ პირველ რიგში გუნდს ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს.