ვლაჰოვიჩი და პოგბა იუვენტუსის დატოვებას არ აპირებენ
იტალიური მედიის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა იუვენტუსი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს, პოლ პოგბა და დუშან ვლაჰოვიჩი გუნდის დატოვებას არ აპირებენ.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ვლაჰოვიჩი ტურინულ გრანდში დარჩენას მინიმუმ 2-3 წელი აპირებს და თუ მისი გაყიდვა გუნდმა არ გადაწყვიტა, სერბი იუვენტუსში დარჩება, პოგბამ კი ბიანკონერის რიგებში დაბრუნება გულის კარნახით არჩია და ის იუვენტუსის დატოვებას არც კი განიხილავს.
წამსვლელებს რაც შეეხება, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემდეგ, ადრიენ რაბიო და ანხელ დი მარია დიდი ალბათობით კონტრაქტების გახანგრძლივებაზე უარს იტყვიან და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებენ.