Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩი და ფიორენტინა შეთანხმდნენ

რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ფიორენტინა და დუშან ვლაჰოვიჩი ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ და ახლა მხარეები გამოსასყიდი თანხის რაოდენობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

21 წლის სერბმა ფორვარდმა გასულ სეზონში სერია ა-ში ჩატარებულ 37 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა და არაერთი იტალიური თუ ევროპული გრანდის ინტერესი დაიმსახურა, მაგრამ ფიორენტინა მის გაყიდვას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ აპირებს.

ვლაჰოვიჩს იებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ახალი ხელშეკრულების მიხედვით კი ის გუნდში 2024 წლამდე დარჩება, მისი გასამრჯელო კი 3 მილიონამდე გაიზრდება და მისი გამოსყიდვა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს სავარაუდოდ 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.