Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩი და ფიორენტინა გამოსასყიდ თანხაზე შეთანხმდნენ

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფიორენტინა დუშან ვლაჰოვიჩთან ახალი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელშიც სერბი ფორვარდის გამოსასყიდი პუნქტი იქნება მითითებული.

21 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 21 გოლის გატანა მოახერხა და არაერთი იტალიური თუ ევროპული გრანდის ყურადღება დაიმსახურა, თუმცა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იებს მისი გაყიდვა არ სურთ და ახალგაზრდა ტალანტთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურთ.

წყაროს ცნობით, ფიორენტინა ვლაჰოვიჩთან კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მისი წლიური გასამრჯელო 3 მილიონამდე გაიზრდება, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა კი 70 მილიონი ევრო იქნება.