Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩი:” მილანის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის ძალიან ემოციური იყო…”

დუშან ვლაჰოვიჩმა, რომელმაც ფიორენტინასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და ის სავარაუდოდ გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს, ფლორენციელების ამბიციებზე და მილანთან მატჩზე ისაუბრა.

„ჩვენ ყველანი ძალიან ბევრს ვმუშაობთ და გვურს, რომ ფიორენტინა ევროპულ ასპარეზზე დავაბრუნოთ. გუნდს უკვე დიდი ხანია ევროპაში არ უთამაშია და ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნებოდა.

„ვფიქრობ, რომ ამ გუნდმა, ფეხბურთელებმა და ქომაგებმა ეს დაიმსახურეს და ჩვენ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, რომ ეს სურვილი ავასრულოთ.

„მილანის კარში გატანილი გოლები ? ეს შეხვედრა ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, რადგან ყველამ იცის, თუ რას ვგრძნობ მე იბრაჰიმოვიჩის მიმართ. მე არ ვთვლი, რომ ზლატანის შემცვლელი ვარ, რადგან მის დონემდე ძალიან ბევრი მაკლია. ფაქტი, რომ ის 40 წლის ასაკში ასეთ დონეზე თამაშს განაგრძობს, მის უძლიერეს ხასიათზე მეტყველებს.

„ვესაუბრე თუ არა იბრას მატჩის შემდეგ ? არა, რადგან ვიცი, თუ რამდენად ცუდი გრძნობაა დამარცხება და არ მინდოდა, რომ მილანის რიგებიდან ვინმე გამეღიზიანებინა.“