Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩი მილანსაც სურს, მაგრამ იუვე ფავორიტია…

რამდენიმე საათის წინ ფიორენტინას პრეზიდენტმა როკო კომისომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დუშან ვლაჰოვიჩთან საბოლოოდ დასრულდა და მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ სერბი ფორვარდი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.

ვლაჰოვიჩს ფიორენტინასთან მიმდინარე კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და იებს მისი ზაფხულში გაყიდვა გაცილებით იაფად მოუწევთ, ვიდრე მას გასულ ზაფხულს აფასებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელს უფასოდ დაკარგავენ.

Calciomercato-ს ინფორამციით, ვლაჰოვიჩის გაფორმება იტალიაში მილანს და იუვენტუსს სურთ, მაგრამ ამ მომენტისთვის ფავორიტად ტურინელები მოიაზრებიან, რომლებმაც რონალდუს გაშვებით საკმაოდ მსუყე თანხა დაზოგეს და ზაფხულში მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი შეტევის ხაზის გაძლიერებ აიქნება.

წყაროს ცნობით, მილანის აქტიურობა ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენებ შედეგზეა დამოკიდებული და თუ გუნდმა ჯგუფიდან გასვლა მოახერხა, რაც როსონერის დამატებით საკმაოდ მსუყე თანხას მოუტანს, მალდინი-მასარას დუეტი 21 წლის ტალანტის გაფორმებას შეეცდებიან.

იუვენტუსი კი დროს დაკარგვას არ აპირებს და რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორამციით, ვლაჰოვიჩის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩის ღირებულება ზაფხულში დაახლოებით 55-60 მილიონი ევრო იქნება.