Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩი სერია ა-ს ისტორიაში შევიდა

ვლაჰოვიჩმა გოლის გატანა ბოლონიას წინააღმდეგაც მოახერხა, რითიც მას 2021 წელს უკვე 30 გოლი დაუგროვდა და ის ამ მაჩვენებლით ისტორიაში შევიდა.

ვლაჰოვიჩი გახდა მე-4 ფეხბურთელი სერია ა-ს ისტორიაში, რომელმაც 22-წლამდე ერთ კალენდარულ წელში 30 ან მეტი გოლის გატანა შეძლო.

აქამდე იგივე შედეგი ჯუზეპე მეაცამ, ფელიჩე ბორელმა და ანტონიო ანჯელილომ დააფიქსირეს.