Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩი სერია ა-ს ისტორიაში, ლეგენდების გვერდით…

ფიორენტინას ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი თავისი ტალანტის გამოვლინებას განაგრძობს და მოედანს გოლის გარეშე ფაქტობრივად აღარ ტოვებს.

21 წლის სერბ ფორვარდს 2021 წლის განმავლობაში უკვე სერია ა-ში გატანილი 29 გოლი დაუგროვდა და ის ბოლო 70 წლის განმავლობაში გახდა მე-4 ლეგიონერი, რომელმაც ამის ერთ წელში 29 ან მეტი გოლი გაიტანა.

დუშან ვლაჰოვიჩი – 29 გოლი 2021 წელს
კრიშტიანუ რონალდუ – 33 გოლი 2020 წელს
გონსალო იგუაინი – 30 გოლი 2016 წელს
ერნან კრესპო – 30 გოლი 2001 წელს