Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩი სერია ა-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა

სერია ა-მ ფიორენტინას 21 წლის ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი გასული სეზონის 23-წლამდელთა MVP დაასახელა.

გასული სეზონის საუკეთესო კიპერს, მცველს, ნახევარმცველს, ფორვარდს და საერთო MVP-ს სერია ა უახლოეს პერიოდში გამოავლენს.

ვლაჰოვიჩს რაც შეეხება, 21 წლის ფეხბურთელს სენსაციური სეზონი ჰქონდა და მან 21 გოლის გატანა მოახერხა, რითიც ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილი დაიკავა და მხოლოდ ლუის მურიელს, რომელუ ლუკაკუს და Capocannoniere კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩა, რომლის ანგარიშზეც 29 გოლია.