Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩი ფიორენტინას ისტორიაში შევიდა

ფიორენტინამ ემპოლისთან ქულები მოულოდნელად დაკარგა, მაგრამ ფლორენციელთა ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა გოლის გატანა მაინც მოახერხა და ის იების ისტორიაში შევიდა.

ვლაჰოვიჩისთვის ემპოლის კარში გატანილი გოლი 2021 წელს ფიორენტინას რიგებში ერთ წელში 28-ე აღმოჩნდა, რითიც მან 1960 წელს კურტ ჰამრინის მიერ დამყარებული რეკორდი (27) გააუმჯობესა.