Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩმა იუვეს პირველი წინადადება იუარა

იტალიური წყაროების ინფორამციით, იუვენტუსმა დუშან ვლაჰოვიჩს პირველი წინადადებით მიმართა, რომელიც სერბი ფორვარდის აგენტმა უარით გაისტუმრა.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბიანკონერიმ 21 წლის სერბ ფეხბურთელს, რომელმაც ფიორენტინას შეთავაზებული 4 მილიონი იუარა, არც იუვენტუსის 6 მილიონზეა თანახმა და მას მეტი ხელფასი სურს.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი ვლაჰოვიჩის მიმართ მაღალი კონკურენციის გამოყენებას და ფეხბურთელისთვის მაქსიმალურად მსუყე ხელფასის მოძიებას გეგმავს, რაც ინგლისურ გუნდებს, როგორებიც ლივერპული და მანჩესტერ სიტია, ფავორიტებად აქცევს.