Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩმა საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა

ფიორენტინას ახალგაზრდა ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არაერთი გრანდის ინტერესის მიუხედავად, ის ფლორენციაში რჩება.

„მე გასული კვირეების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი წინადადება მივიღე და გუნდები მზად იყვნენ, ჩემი ტრანსფერის სანაცვლოდ გუნდისთვის საკმაოდ ბევრი ფული გადაეხადათ, მაგრამ მე გუნდიდან წასვლის სურვილი არასოდეს გამომითქვამს.

„მე კლუბს ვუთხარი, რომ ფიორენტინაში კიდევ ერთი სეზონი დავრჩებოდი და ასეც ვიქცევი. მომდევნო სეზონს იების რიგებში გავატარებ.“