Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩს მსურველების რიგი უდგას…

მას შემდეგ, რაც ზაფხულში ვლაჰოვიჩის ფიორენტინადან წასვლა დაანონსდა, სერბი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება.

იტალიურ მედიაში ვლაჰოვიჩის სახელს ყველაზე ხშირად იუვენტუსს უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ტურინელებს სერიოზული კონკურენციის გადალახვა მოუწევთ.

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი მზად არის სერბი ფორვარდისთვის კოლოსალური თანხა გამოყოს. ქალაქელები გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტოტენჰემიდან ჰარი კეინის გაფორმებას ცდილობდნენ, თუმცა ტოტენჰემმა მისი გაშვება არ ისურვა და გუარდიოლას მოთხოვნით ინგლისელები ვლაჰოვიჩის დამატებას შეეცდებიან…