Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვოჯვოდა:“ტორინო ისტორიის გამო ავირჩიე“

ტოროს ახალმა შენაძენმა, კოსოვოელმა მერგიმ ვოჯვოდამ, რომლის სანაცვლოდაც ტურინელებმა 5.5 მილიონი ევრო გადაიხადეს, პირველი კომენტარი გააკეთა.

„ჩემი გაფორმება ატალანტასაც სურდა და მიუხედავად იმისა, რომ ბერგამოელები ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ, მე ტორინოში გადმოსვლა ვარჩიე, რადგან გუნდს უდიდესი ისტორია აქვს.

„მადლობას ვუხდი გუნდის პრეზიდენტს და დირექტორს იმ სამუშაოსთვის, რაც მათ ჩემი გაფორმებისთვის გასწიეს

„სერია ა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია და იმედი მაქვს, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები.“

Leave a Reply

Your email address will not be published.