ვრანცკი:“ მე დიდებული გუნდის წევრი ვარ და მინდა, რომ მილანთან ერთად წარმატებას მივაღწიო“
პრეზენტაციის შემდეგ, მილანის ახალწვეულმა ასტერ ვრანცკმა ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„მე ძალიან დიდი გუნდის წევრი ვარ, რომელმაც ფეხბურთის ისტორია დაწერა, რომელშიც უდიდეს ფეხბურთელებს უთამაშიათ. როსონერის რიგებში ყოფნა მე მოტივაციას მმატებს და მინდა, რომ ეს შანსი გამოვიყენო და წარმატებას მივაღწიო.
„დებიუტი სამპდორიასთან ? ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რომელშიც კაცნაკლულები ვიყავით და მწვრთნელმა ჩემი მოედანზე გაყვანით ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა. ჩვენ გოლის არგასაშვებად ყველაფრის მიცემა დაგვჭირდა, თუმცა ეს გავაკეთეთ და სახლში უმნიშვნელოვანესი ქულები წამოვიღეთ.
„პიოლი ? ის ყოველთვის საჭირო რჩევებს მაძლევს და მიხსნის, როგორ თამაშობს ამა თუ იმ მომენტში გუნდი.
„ბელგიელები მილანში ? მე აქ მოსვლამდე ორიგის, სალმაკერსს და შარლს ვესაუბრე, სამივე მათგანმა ყველაფერი პოზიტიურად დამიხასიათეს და მე მაშინვე დავრწმუნდი, რომ ისინი მართლები არიან.
„მილანის ახალგაზრდული პროექტი ? ეს იყო ერთ-ერთი პუნუქტი, რამაც მე მილანში გადმოსვლა გადამაწყვეტინა, აქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებსაც შანსი ჩემპიონთა ლიგაზეც კი ეძლევათ.“