Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვულვზი და მილანი ლეაოს ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან

გუშინ ალფრედო პედულას სიტყვები მოგახსენეთ რომელმაც განაცხადა, რომ მილანი და ვულვზი რაფაელ ლეაოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდნენ და მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდებოდა.

დღეს პორტუგალიელმა ჟურნალისტმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა და მისი თქმით, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. წყაროს ცნობით, ვულვზმა მილანს ლეაოს სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც ბონუსების სახით 3 მილიონი ევრო დაემატება.

ალმეიდას თქმით, გუნდები ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებენ და როგორც ჩანს, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლეაო იტალიას დატოვებს.