Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვულვზი იუვენტუსის სამიზნის გაყიდვას გეგმავს

ბრიტანული წყაროების ინფორმაციით, ვულვზი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ადამა ტრაორეს გაყიდვას გეგმავს, რომელიც უკვე დიდი ხანია იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნეა და ტურინელები მის გაფორმებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება.

Daily Mail-ის ცნობით, ვულვზი მზად არის 25 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს, თუმცა ტურინელებს მის გასაფორმებლად საკმაოდ დიდი კონკურენციის გადალახვა მოუწევთ.