ვულვზმა იუვენტუსს ხიმენესის ფასი შეუთვალა

ბიანკონერი გონსალო იგუაინის შემცვლელის ძიებაშია და ერთ-ერთ ვარიანტად ინგლისური ვულვზის შემტევს,რაულ ხიმენესს განიხილავს.

CalcioMercato-ს ცნობით,იუვენტუსს ხიმენესის ტრანსფერში კრიშტიანუ რონალდუს აგენტის,ჯორჯე მენდეშის იმედი ჰქონდათ,რომელიც ამავდროულად მექსიკელის აგენტიცაა,თუმცა ინგლისელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვენ,რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს.

29 წლის მექსიკელი ვულვზში 41 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.მიმდინარე სეზონში მან 22 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა,თუმცა მას ევრიპის ტოპ გუნდებში თამაშის გამოცდილება აქ ჰქონია და მისი ასაკის და გამოუცდელობის გათვალისწინებით,იუვენტუსმა მექსიკელის გაფორმება გადაიფიქრა.

ტურინელებისთვის პრიორიტეტული არჩევანი კვლავ ნაპოლის შემტევი – არკადიუშ მილიკი რჩება.

Leave a Reply

Your email address will not be published.