ვულვზმა ხიმენესს წარმოუდგენელი ფასი დაადო

ვულვზი რაულ ხიმენესს,რომლის გაფორმებასაც იუვენტუსი ცდილობს,მხოლოდ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

29 წლის ფორვარდი საოცარ ფორმაშია და მიმდინარე სეზონში 14 გოლის გატანა მოახერხა და 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

გამოცემა AS-ს მტკიცებით,იუვენტუსმა ინგლისურ გუნდს 50 მილიონი უკვე შესთავაზა,თუმცა ვულვზმა 100 მილიონი ევრო მოითხოვა,რაც 29 წლის ფორვარდში,რომელსაც გრანდში თამაშის გამოცდილება არ აქვს,არარეალურია.

თავად ხიმენესმა განაცხადა,რომ ასეთი დიდი გუნდების ინტერესი სასიამოვნოა.

„იუვენტუსის,მანჩესტერის და სხვა ევრუპული გუნდების ინტერესი ჩემს მიმართ სასიამოვნო და საამაყოა.ისინი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას ჰქმნიან და მათი მაისურით თამაში ყველა ფეხბურთელისთვის დიდი პატივია.

„მომავალში რა მოხდება არ ვიცი,ახლა ვულვზზე ვარ კონცენტრირებული და სეზონის საუკეთესო შედეგით დამთავრება მინდა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.