Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მურიქი:“ ლაციოში გადასვლას მოუთმენლად ველოდები“

ფენერბაჰჩეს ცენტრალური თავდამსხმელის, ვედატ მურიქის თქმით, ის ლაციალეში გადასვლას მოუთმენლად ელოდება და იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებები გუნდებს შორის წარმატებით დასრულდება.

„ლაციო ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატში ასპარეზობს და პარალელურად მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ამიტომ ეს ტრანსფერი ჩემს კარიერაში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია.

„მოლაპარაკებბეი საკმაოდ გაიწელა, რის გამოც ცოტა არ იყოს ვნერვიულობ. მე მინდა, რომ ფენერბაჰჩე მეგობრული განწყობით დავტოვო, თუმცა ისინი მოლაპარაკებებს აჭიანურებენ, რაც ძალიან არ მსიამოვნებს…

„როგორც კლუბმა მითხრა, მე ამ ტრანსფერის შესახებ არ ვსაუბრობ და იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მალე მიაღწევენ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.