Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზაკარიას ტრანსფერით მონაკო ინტერესდება…

იტალიურ მედიაში დენის ზაკარიას იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის თაობაზე საუბარი არ წყდება და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მის მიმართ ინტერესი კიდევ ერთმა გუნდმა – მონაკომ გამოთქვა.

წყაროს ცნობით, მაქს ალეგრი ლეანდრო პარედესის ტრანსფერის თხოვნას განაგრძობს, მის გასაფორმებლად კი ტურინულ გრანდს რომელიმე ნახევარმცველის გაშვება მოუწევს და სავარაუდოდ ეს სწორედ შვეიცარიელი იქნება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს იმედი აქვს, რომ 25 წლის ფეხბურთელს, რომელიც ზამთარში 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, 15-20 მილიონს მიიღებს.