ზალცბურგმა შობოშლაის ფასი დაადო

მილანი მომავალი სეზონისთვის ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელების ძიებას განაგრძობს და მათი ერთ-ერთ მთავარი სამიზნე ზალცბურგის 19 წლის ფეხბურთელი – დომინიკ შობოშლაია.

ავსტიული გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის,თუმცა ყველა მსურველს მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

შობოშლაი ზალცბურგში 2018 წელს გადავიდა და მას შემდეგ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა.57 შეხვედრაში მის ანგარიშზე 14 გატანილი გოლი და 19 საგოლე გადაცემაა.

Leave a Reply

Your email address will not be published.