Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზამთრის ჩემპიონების დიდებული სტატისტიკა…

2021 წლის კალენდარი სერია ა-ში დასრულდა და ზამთრის ჩემპიონის სტატუსი სრულიად დამსახურებულად მოქმედმა ჩემპიონმა – ინტერმა მოიპოვა.

ნერაძურიმ მიმდინარე სეზონის პირველ წრეში 49 გოლის გატანა მოახერხა, შესანიშნავი მაჩვენეებლი, რომელსაც ბოლო 60 წლის განმავლობაში მხოლოდ ჯან პიერო გასპერინის ატალანტამ მიაღწია, 2019/20 წლების სეზონში.

ინტერმა ბოლო 6 გასვლითი მატჩის მოგება მოახერხა თან ისე, რომ გოლი საერთოდ არ გაუშვა, რაც ბენეამატას 1979 წლის შემდეგ არ გაუკეთებია.

მიმდინარე სეზონში ინტერი თითო მატჩში საშუალოდ 3 გოლს იტანს და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ მათ სერია ა-ში ზედიზედ 38 მატჩია მინიმუმ 1 გოლი მაინც გააქვთ.

სერია ა-ში ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა და ორივეჯერ ეს იუვენტუსი იყო. პირველად მათ 2013/14 წლებში ზედიზედ 43 შეხვედრაში მოახერხეს გოლის გატანა, 2016/17 წლებში კი ზედიზედ 44 მატჩში.

2021 წელს ინტერმა 104 გოლის გატანა მოახერხა, რაც სერია ა-ს ისტორიაში მე-5 საუკეთესო მაჩვენებელია. მათზე მეტი გოლის გატანა ერთ კალენდარულ წელში სერია ა-ში 1949 წლის მილანმა (105 გოლი), 1947 და 1948 წლების Grande Torino-მ (111 და 114 გოლები) და კვლავ მილანმა, 1950 წელს (120 გოლი) მოახერხეს.