Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზაქარიას ტრანსფერს რომა ჩამოშორდა, იუვენტუსი დაწინაურდა

ბოლო კვირეებში რომას და იუვენტუსს გლადბახის ნახევარმცველის დენის კაქარიას სახელი არაერთხელ დაუკავშირეს და როგორც ჩანს, ბიანკონერი 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში ფავორიტად მოიაზრება.

შვეიცარიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გლადბახთან სეზონის ბოლოს იწურება და ნებისმიერ მსურველს მისი გაფორმება სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.

სულ ცოტა ხნის წინ რომა ფავორიტად მოიაზრებოდა, მაგრამ Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსის დაინტერესების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ჯალოროსი სხვა კანდიდატურებზე, კერძოდ კი ჰოფენჰაიმის ფლორიან გრილიშსა და არსენალის გრანიტ ჯაკაზე გადაერთო, ტურინელები კი ზაქარიას გაფორმების მთავარი პრეტენდენტები არიან.