Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ზეედორფი:“ რონალდუს შეუძლია, ჩემს რეკორდს გაუთანაბრდეს“

კლარენს ზეედორფი, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 3 სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში, აიაქსში, მადრიდის რეალში და მილანში მოიგო, ფიქრობს, რომ რონალდუ მის მიღწევას გაიმეორებს.

კრიშტიანუს ჩემპიონთა ლიგა მანჩესტერ იუნაიტედთან და მადრიდის რეალთან ერთად აქვს მოგებული.

„ძალიან სასიამოვნო იქნება, თუ კრიშტიანუ რონალდუ ჩემს მიღწევას გაიმეორებს. ჩვენ შეგვეძლო, რომ ამ თემაზე სხვა ფეხბურთელის შესახებ გვესაუბრა, თუმცა რონალდუ ამას ნამდვილად იმსახურებს.

„მე ყოველთვის ვიქნები პირველი, ვინც ეს ურთულესი რამ გააკეთა და ამას ვერაფერი შეცვლის. რეკორდები კი იმისთვისაა, რომ მომდევნო თაობამ ისინი დაამხონ. იუვენტუსი ნამდვილად არის ის გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, რონალდუს კი ასაკი საერთოდ არ ეტყობა, ამიტომ, რატომაც არა ?

„ვფიქრობ, თუ მესი და რონალდუ კვლავ ისეთი მოტივირებულები და მონდომებულები იქნებიან, Ballon d’Or-ის მოგების მთავარი კანდიდატები სწორედ ისინი იქნებიან.

„საინტერესო სხვა რამ არის, არიან თუ არა ისეთი ფეხბურთელები ახალ გენერაციაში, რომლებსაც მათი დაჩრდილვის შესაძლებლობა აქვთ.

„ეს სწორედ ის არის, რაც მე მინდა. მესი და რონალდუ ბოლო 12-13 წლის განმავლობაში საუკეთესოები იყვნენ და ვფიქრობ დროა, რომ ახალგაზრდებმა ისინი ჩაანაცვლონ.“