Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ზელინსკის კორონა ვირუსი დაუდასტურდა

ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პიოტრ ზელინსკის კორონა ვირუსი აქვს.

წინა ტურში ჯენოასთან გამართული მატჩის შემდეგ ნაპოლის ფეხბურთელებს ვირუსზე ტესტები რეგულარულად უტარდებოდათ და ჯერჯერობით ზელინკსი არის ერთადერთი ფეხბურთელი ნაპოლის შემადგენლობაში, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა.

ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა მატჩი იუვენტუსსა და ნაპოლის შორის, რომელიც 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული.