Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ზიდანი:“ ინტერთან მატჩი ფინალის ტოლფასია“

მადრიდის რეალის მწვრთნელმა ინტერთან შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ინტერი კარგი გუნდია, ძალიან ფიზიკური, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. ეს ჩვენთვის კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა იქნება და სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს ფინალის ტოლფასი შეხვედრაა.

„ჩვენ 3 ქულის აღება ჰაერივით გვესაჭიროება. დღეიდან თითოეული მატჩი ფინალია და ჩვენ ეს კარგად გვესმის.

„მოდრიჩი? ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, რომლის იმედიც გუნდს ყველა შეხვედრაში აქვს. მან იცის, რომ ის, რასაც აკეთებს, მას შესანიშნავად გამოსდის.

„რეალის ფეხბურთელებმა თითოეულ შეხვედრაში ყველაფერი უნდა გაიღონ, რადგან ისინი მსოფლიოში საუკეთესო გუნდის მაისურს ატარებენ. ჩვენ ნელ-ნელა ვიზრდებით და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე მნიშვნელოვანი ტიტულის მოგებას მოვახერხებთ.

„მახსოვს, იუვეში თამაშის პერიოდში კონტე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და სრულიად არ გამკვირვებია, რომ ის მწვრთნელი გახდა. სანამ სამწვრთნელო კარიერას დავიწყებდი ანტონიოს ტურინში ვესტუმრე და მან ჩემზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა.“