Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზიდანი იუვეში, ალეგრი რეალში…

ესპანური მედიის ცნობით, ზიდანმა ჩელსისთან მატჩის შემდეგ რეალის ფეხბურთელებს უკვე აცნობა, რომ ის სეზონის ბოლოს ბლანკოსის რიგებს დატოვებს.

Football Espana-ს ცნობით, ფრანგმა სპეციალისტმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ გუნდს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ უთხრა და ფლორენტინო პერესი მის შემცვლელს უკვე ეძებს.

წყაროს ცნობით, ზიდანი არჩევანს იუვენტუსსა და საფრანგეთის ნაკრებს შორის გააკეთებს, მადრიდის რეალი კი მის შემცვლელად მაქს ალეგრის ან ბლანკოსის ლეგენდას რაულ გონსალესს განიხილავს.