Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზიეიჩი მილანის რადარზე დაბრუნდა

ჩელსის შემტევი ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეიჩი, რომლის სახელსაც გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანს აქტიურად უკავშირებდნენ, როსონერის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა.

ზიეიჩმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში სულ 4 მატჩი ჩაატარა, რის გამოც გერმანული Bild-ის ცნობით ფეხბურთელი უკმაყოფილოა და მას გუნდის დატოვება სურს.

28 წლის მოროკოელ ფეხბურთელს როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე მარცხენა ვინგერის პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც როსონერისთვის დიდი ხანია პრობლემური ზონაა და მისი უნივერსალობა ჰაკიმის ტრანსფერს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

Bild-ის ინფორმაციით, მილანს ზიეიჩის ტრანსფერზე კონკურენციას დორტმუნდი გაუწევს. წყაროს ცნობით, ჩელსი მზად არის ფეხბურთელი იჯარის წესით გაუშვას, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით…