ზიეშის ვარიანტი მილანში კვლავ აქტიურად განიხილება
იტალიური მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, მილანის ხელმძღვანელობამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ჩელსისთან ჰაკიმ ზიეშის თაობაზე საერთო ენის გამონახვა სცადოს.
SportMediaset-ის ცნობით, ლონდონელები მზად არიან, მაროკოელი ფეხბურთელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაახლოებით 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისონ.
მილანს ფეხბურთელის იჯარით გაფორმება სურდა, თუმცა ჩელსიმ არენდით გასხვისებული ფეხბურთელების კვოტა ამოწურა, ამიტომ ზიეშის გაშვებას მხოლოდ საბოლოოდ გაყიდვით თუ მოახერხებს.