ზიეში რომაში თამაშის წინააღმდეგი არ არის
იტალიური მედიის ინფორმაციით, ჩელსის მაროკოელი ფეხბურთელი ჰაკიმ ზიეში კარიერის რომაში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჟოზე მოურინიოს პრიორიტეტული სამიზნე სწორედ ზიეში გახლავთ, ნიკოლო ძანიოლოს შემცვლელად მოიაზრება, თუმცა მის გასაფორმებლად ჯალოროსის პრიველ რიგში ძანიოლოს გაყიდვა მოუწევს.
წყაროს ინფორმაციით, თუ ზიეშის გაფორმება რომას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ გამოუვა, მის შეძენას სეზონის ბოლოს ეცდება.