Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ზლატანის შესანიშნავი სტატისტიკა რომას წინააღმდეგ

მილანი ხვალ სან სიროზე რომას მიიღებს და შეეცდება, რომ 100-პროცენტიანი მოგებათა სერია კვლავ გაახანგრძლივოს, როსონერის შეტევას კი კვლავ ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაუძღვება, რომელსაც 2 მატჩში 4 გოლი დაუგროვდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერის განმავლობაში რომას წინააღმდეგ 19-ჯერ ითამაშა და 13 მათგანის მოგება მოახერხა. ამ მატჩებში მის ანგარიშზე 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.