ზლატანი ბრუნდება!

ტრავმის შემდეგ,ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდს უბრუნდება.სტეფანო პიოლის განცხადებით,’მშიერი ლომი’ გუნდის განაცხადში დიდი ალბათობით სპალის შემადგენლობაში იქნება.

„იბრაჰიმოვიჩი თავს კარგად გრძნობს.ის ლომია,მშიერი ლომი რომელიც არასოდეს დანებდება.მას დღეს კარგი სამწვრთნელო სესია ჰქონდა,თუ დღესაც ასე გააგრძელებს ის ხვალინდელი თამაშის შემადგენლობაში იქნება.

მილანი,რომელიც სეზონის ერთ-ერთ მონაკვეთზე მე-14 პოზიციამდე დაქვეითდა,იანვრის თვიდან,როდესაც მათ ზლატანი შეუერთდა,მხოლოდ 2 შეხვედრა წააგო,მე-7 ადგილამდე აღზევდა და ევროპა ლიგის საგზურის მოპოვების იმედი გაუჩნდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.