Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზლატანი მოედანს უბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესი დაასრულა და  ლეგენდარული ფეხბურთელი მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მისი ლაციოს წინააღმდეგ ხილვა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პიოლის აჩქარება არ სურს, თუმცა იბრა დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულის წინააღმდეგ ძირითად შეამდგენლობაში იქნება.

ეს ამბავი პიოლისთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან მოგეხსენებათ ოლივიე ჟირუს რამდენიმე დღის წინ კორონა ვირუსი დაუდასტურდა და ის სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგისთვის მზად არ იქნება.