Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზლატანი ნაკრებში დაბრუნდა

Sky Sport-ის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთის ნაკრებში დაბრუნება სავარაუდო აღარ არის და ის უკვე ნაკრების ფეხბურთელთა სიაში იმყოფება.

წყაროს მტკიცებით, ზლატანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან ნაკრებში მიწვევა უკვე მიიღო და ეს ინფორმაცია უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.

ლეგენდარულმა შვედმა სანაკრებო კარიერა 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა და 39 წლის ასაკში ის ნაკრებში ბრუნდება.

გათიშვა