Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ზლატანს მილანში დარჩენა სურს

მინო რაიოლა მილანთან მოლაპარაკებების გასამართად და ზლატან იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტის გასახანგრძლივებლად ემზადება.

39 წლის ფეხბურთელმა 1-წლიან კონტრაქტს სეზონის სტარტზე მოაწერა ხელი, თუმცა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით მას როსონერიში დარჩენა მომავალი სეზონის ბოლომდე სურს.

შვედი მოედანს სულ ახლახანს დაუბრუნდა. ის თითქმის ერთი თვე კორონა ვირუსს ებრძოდა, ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლა და მილანურ დერბიში დუბლიც გაიფორმა.