ზლატანს ტრავმა დაუდასტურდა
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ბარძაყის ტრავმა დაუდასტურდა, რომელიც მან ნაპოლისთან მატჩში მიიღო და ლეგენდარულ ფეხბურთელს განმეორებითი ტესტი 10 დღეში ჩაუტარდება, რის შემდეგაც მისი დაბრუნების თარიღი გვეცოდინება.
შვედმა ფეხბურთელმა აღნიშნულ მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა 79’ წუთზე კუნთის პრობლემის გამო მოედნის დატოვება მოუწია.
ამ პერიოდში მილანი ლილის, სელტიკს და ფიორენტინას შეხვდება და როსონერის ფონს გასვლა იბრაჰიმოვიჩის გარეშე მოუწევს.