Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზლატანს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს

STADIO GIUSEPPE MEAZZA, MILAN, ITALY - 2021/02/07: Zlatan Ibrahimovic of AC Milan applauds during the Serie A football match between AC Milan and FC Crotone. AC Milan won 4-0 over FC Crotone. (Photo by Nicolò Campo/LightRocket via Getty Images)

გუშინ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კროტონესთან დუბლი შეასრულა და კარიერაში საკლუბო დონეზე მე-500 გოლის გატანა მოახერხა.

39 წლის ფეხბურთელი უმაღლეს დონეზე თამაშს განაგრძობს და La Repubblica-ს მტკიცებით, მას კონტრაქტის გახანგრძლივება და კარიერის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოსაგებად კიდევ ერთხელ გაბრძოლება სურს.

კროტონესთან მატჩის შემდეგ სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ იბრამ კონტრაქტი აუცილებლად უნდა გაახანგრძლივოს და მილანში დარჩეს, ამიტომ დიდი ალბათობით მილანის და ფეხბურთის გულშემატკივრებს ზლატანის ყურების საშუალება კიდევ ერთი წლით მიეცემათ…