Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპაში საუკეთესოა…

მილანის ბოლოდროინდელ წარმატებაში ზლატან იბრაჰიმოვიჩს უდიდესი წვლილი მიუძღვის და 39 წლის ფეხბურთელი ახერხებს, რომ კარიერაშ საუკეთესო მაჩვენებლები დააფიქსიროს…

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 14 გოლის გატანა მოახერხა. ის საშუალოდ ერთი გოლის გატანას 62 წუთს ანდომებს, 90 წუთში კი ეს მაჩვენებელი 1.43 გოლია.

ევროპაში ამაზე უკეთესი მაჩვენებელი იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც მოედანზე 30 წუთს მაინც ატარებენ, არავის არ აქვს. იბრაჰიმოვიჩის შემდეგ მეორე ადგილზე ბაიერნის რობერტ ლევანდოვსკია, 1.36 გოლით 90 წუთში.

იბრაჰიმოვიჩს კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი 2015-16 წლების სეზონში, პსჟ-ს შემადგენლობაში ჰქონდა. ის 90 წუთში 1.34 გოლს იტანდა და 39 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ამ მაჩვენებელს საგრძნობლად აუმჯობესებს…