Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იაია ტურე:“ სერია ა-ში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი“

37 წლის იაია ტურე გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის შესაძლოა სერია ა-ში ვიხილოთ. ტურე იანვრის შემდეგ თავისუფალი აგენტია, თუმცა კარიერის დასრულება ჯერ არ უნდა და მისი სახელი გუშინ სერია ა-ში ახლად დაწინაურებულ გუნდს, სპეციას დაუკავშირეს.

„ჩემი კარიერა დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება, თუმცა ვიცი, რომ 1-2 სეზონის თამაშს მაღალ დონეზე კიდევ მოვახერხეთ.

„არ მეგონა, თუ ფეხბურთის თამაში ასე ძალიან მომენატრებოდა. ენერგია, გასახდელში არსებული დაძაბულობა, გუნდურობის გრძნობა და მოგებული თამაშების შემდგომი გრძნობა ძალიან მომენატრა.

„ახლა სამწვრთნელო ლიცენზიის მისაღებად ველოდები, თუმცა ამას მერეც მოვასწრებ. თავს კარგად ვგრძნობ და ახლა კარიერის დასრულებას მომავალში ძალიან ვინანებ.

„იტალიაში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი, რადგან სერია ა-ში თამაშის ბედნიერება არასოდეს მქონია, თუმცა არც ინგლისში და საფრანგეთში მისვლაზე ვიტყოდი უარს. მე ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვარ.

„ფული არაფერ შუაშია, ყველაფერი ფეხბურთით იწყება და ფეხბურთით მთავრდება. თამაში მინდა, რადგან ვიცი, რომ ამის კეთება კიდევ შემიძლია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.