იაკინი:“რა მოხდება არავინ იცის“

ფიორენტინას მთავარი მწვრთნელის აზრით,3-თვიანი შესვენების შემდეგ არავინ იცის გუნდები რა ფორმაში იქნებიან.

ფიორენტინა ბრეშას ხვალ,21:30 საათზე დაუპირისპირდება.

„გუნდმა კარგად ივარჯიშა,თუმცა ჩვენ 3 თვეა არ გვითამაშია,ამიტომ რა მოხდება არავინ იცის,ამას უშუალოდ თამაშის დროს ვნახავთ.

„ჩვენ იმის საშუალებაც კი არ გვქონდა,რომ ამხანაგური შეხვედრები ჩაგვეტარებინა.ამას დიდი ტემპერატურაც ემატება,რადგან ასეთ დროს თამაში უჩვეულოა და იმედი მაქვს,რომ ტრავმების ტალღა არ იქნება.

„ბრეშასთან კონცენტრაციის დაკარგვა არ შეიძლება.მათ უკვე ბევრ გუნდს შეუქმნეს პრობლემები,ამიტომ ამისთვის მზად ვარ.წინასწარ რამეზე საუბარი რთულია,ყველაფერი ხვალ გამოჩნდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.