Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იაკინი:“ ვლაჰოვიჩი გრანდისთვის მზად არის“

ფიორენტინას ყოფილმა თავკაცმა ბეპე იაკინიმ დუშან ვლაჰოვიჩის შესახებ ისაუბრა.

„დუშან ვლაჰოვიჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფორვარდია. მას აქვს ტექნიკა, მენტალური სიძლიერე და ყველა მახასიათებელი იმისთვის, რომ ევროპულ გრანდში ითამაშოს, იუვენტუსი, რეალი თუ მანჩესტერი ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტი აღარ არის.

„ვფიქრობ, რომ ჰაალანდის შემდეგ, დუშანი 2000 წლის შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელებში საუკეთესო ფორვარდია, მას წინ დიდი მომავალი აქვს ისევე, როგორც პაულო დიბალას ჰქონდა.

„ტექნიკური მახასიათებლებით ის მე ბობო ვიერის მაგონებს. მარცხენა ფეხი, ძლიერი აღნაგობა, კორპუსით ბურთის დაცვის უნარი, კარგი დარტყმა, ტექნიკა და სივრცეების გამოყენების შესანიშნავი ალღო.“

ვლაჰოვიჩმა გასულ სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში 21 გოლი გაიტანა და სერია ა-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.