Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იაკინი:“ ფიორენტინამ გამარჯვება დაიმსახურა“

ფიორენტინას მთავარი მწვრთნელის, ბეპე იაკინის აზრით, ფიორენტინამ ინტერთან გამარჯვება დაიმსახურა.

იები მატჩს 82’ წუთამდე ლიდერობდნენ, თუმცა ლუკაკუს და დ’ამბროზიოს გოლების წყალობით ნერაძურიმ 4 – 3 იმარჯვა.

„ჩვენ აქ ჩვენი თამაშის სათამაშოდ და ხასიათის გამოსავლენად ჩამოვედით. გუნდი გოლების გატანაზეა ორიენტირებული და დღეს 3 გატანილ გოლთან ერთად უამრავი გამოუყენებელი მომენტი გვქონდა.

„ინტერი კი იმ კალიბრის გუნდია, რომელიც შეცდომებს არ გაპატიებს. ნერაძურის წინ გასვლის შემდეგ არ დავნებდით და მოვახერხეთ, რომ თამაში ჩვენს სასარგებლოდ შემოგვეტრიალებინა და 4 – 2 რომ გამხდარიყო, რისი შანსიც ბევრჯერ გვქონდა, ახლა გამარჯვებულები ჩვენ ვიქნებოდით.

„ბონავენტურა გუნდს ისე შეუერთდა, რომ წინა სასეზონო მოსამზადებელი პერიოდი გავლილი არ ჰქონდა და მისი შეცვლა მომიწია. რიბერიმ ძალიან ბევრი იმუშავა და მისი შეცვლა საჭირო იყო, კიეზამ კი მცირე ტკივილი იგრძნო და ფედერიკოს ჯანმრთელობით არ გავრისკეთ.

„ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელმაც დღეს გამარჯვება დაიმსახურა, თუმცა ფორტუნა ჩვენს მხარეს არ იყო. მთავარი ის არის, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ფიორენტინა სულ მალე საუკეთესოთა შორის იქნება.“