Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იანგი:“ინტერში სახეზე ღიმილით ვთამაშობ“

ეშლი იანგმა ევროპა ლიგის ფინალის მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა,სადაც ერთმანეთს ინტერი და შახტარი დაუპირისპირდებიან.მატჩი 17 აგვისტოს გაიმართება.

„წინ ძალიან კარგი სანახაობა გველოდება.თქვენ იხილავთ დაპირისპირებას გუნდებს შორის, რომლებსაც შემტევი თამაში უყვართ და ის გაიმარჯვებს,რომელიც იმ დღეს უკეთეს მატჩს ჩაატარებს.

„ჩვენ მათ თამაშს ბაზელის წინააღმდეგ ვუყურეთ და ფაქტია,რომ შახტარს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს,წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ნახევარფინალში არ იქნებოდნენ.ხვალ ჩვენ სერიოზული გამოცდა გველოდება,თუმცა ამისთვის მზად ვართ.

„რა თქმა უნდა,ჩვენი მთავარი ამოცანა ფინალში გასვლაა,თუმცა ახლა კონცენტრირებული მხოლოდ შახტართან მატჩზე ვართ და ფინალზე ფიქრს გამარჯვების შემდეგ დავიწყებთ.“

იანგის ინტერში ტრანსფერი იანვარში ყველასთვის მოულოდნელი იყო,თუმცა ის გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა და 23 შეხვედრაში 4 გოლის გატანა და 5 საოგლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

„მთელი ცხოვრება ინგლისში მქონდა გატარებული და გარემოს შეცვლა მარტივი არ იყო,თუმცა ეს გადაწყვეტილება ყოყმანის გარეშე მივიღე,რადგან მე რეგულარულად თამაში მსურდა.

„ჩემთვის ასაკი მხოლოდ რიცხვებია და მეტი არაფერი.როდესაც ინტერის წინადადება მივიღე, მენეჯერს დაუყოვნებლივ ვუთხარი,რომ ეს ტრანსფერი უნდა გამოსულიყო.მე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში ვთამაშობ და მოედანზე ღიმილით გავდივარ.

„მე თამაშის ახალ სტილთან შეგუება არასოდეს მიჭირდა და ეს თვისება ინტერშიც გამომადგა. როგორც უკვე გითხარით,ინტერში თამაში სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა,თუმცა აქ მოსვლის პირველი წუთიდან უბედნიერესი ვარ.შესანიშნავი გუნდის გარდა,მე არაჩვეულებრივ ქალაქში ვარ,სადაც ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს და უგემრიელესი საჭმელი კეთდება.

„ანტონიო კონტე ნამდვილი გამარჯვებულია და ის ჩვენგანაც ამას ითხოვს.იტალია ტაქტიკური თვალსაზრისით უფრო რთულია,თუმცა როდესაც ამ ყველაფერს შეეჩვევი,თამაში უფრო გსიამოვნებს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.