Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იანგი:“ ინტერს უოტფორდის გამო დავტოვებდი“

ინტერის ვეტერანმა უკანახაზელმა, ეშლი იანგმა აღიარა, რომ უოტფორდში სიამოვნებით დაბრუნდებოდა.

იანგი უოტფორდის შემადგენლობაში 2007 წლის იანვრამდე თამაშობდა, რის შემდეგაც ჯერ ასტონ ვილაში, შემდეგ კი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა.

„უოტფორდში დაბრუნების საშუალება რომ მქონდეს, იტალიას ახლავე დავტოვებდი.

„ეს ის ადგილია, სადაც ყველაფერი დაიწყო და სწორედ უოტფორდმა მომცა იმის საშუალება, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ. მათ საჭირო ბიძგი მომცეს, რომ ფეხბურთი უმაღლეს დონეზე მეთამაშა.“