Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იანგი, შკრინიარი და გალიარდინი კვლავ ინფიცირებულები არიან

ინტერმა კორონა ვირუსზე ტესტების ბოლო პასუხები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ იანგმა, შკრინიარმა და გალიარდინიმ ჯერჯერობით ვირუსის დამარცხება ვერ მოახერხეს.

ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, ტესტები ჩაუტარდა ინტერის სრულ შემადგენლობასაც და საბედნიეროდ ვირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა გამოვლენილი არ არის და კონტეს განკარგულებაში ამ სამი ფეხბურთელის გარდა ხვალინდელ დაპირისპირებაში ყველა ფეხბურთელი იქნება.