Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იანგმა ინტერთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა

ინტერის ვეტერან უკანახაზელს ეშლი იანგს ნერაძურისთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ფინანსური კრიზისის გამო ბენეამატას მისი კიდევ ერთი სეზონით შენარჩნება სურდა.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ინტერმა 34 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება შესთავაზა, თუმცა ინგლისელმა ფეხბურთელმა ახალ ხელშეკრულებაზე უარი თქვა და ინგლისში დაბრუნებას გეგმავს.

წყაროს ინფორმაციით, ეშლი იანგი არჩევანს ბარნლსა და მის მშობლიურ გუნდს უოტფორდს შორის გააკეთებს.