Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იანგმა კორონა ვირუსი დაამარცხა

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ეშლი იანგმა კორონა ვირუსი დაამარცხა და გუნდს სულ მალე დაუბრუნდება.

იანგს ვირუსი 11 ოქტომბერს დაუდასტურდა და მას შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის გამოტოვება მოუწია.

ვეტერანი ფეხბურთელი ხვალინდელ შეხვედრასაც გამოტოვებს, სადაც ინტერი ჯენოას დაუპირისპირდება, თუმცა კონტეს შახტარის წინააღმდეგ იანგი აუცილებლად ეყოლება.