Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იასინ ადლი მილანშია

ცოტა ხნის წინ ბორდოს ნახევარმცველი იასინ ადლი მილანის აეროპორტში დაეშვა, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და როსონერის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

21 წლის შემტევი ნახევარმცველი მილანთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, რის შემდეგაც ის საფრანგეთში დაბრუნდება და ბორდოში კიდევ 1 წლით, იჯარის წესით დარჩება.

როსონერი ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ საერთო ჯამში დაახლოებით 10 მილიონ ევროს გადაიხდის.